წვდომის მენიუ

შპს ”საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია ნ.ვ.”-ს წარმომადგენლობისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 55 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 08, 2007

მიღების თარიღი თებერვალი 02, 2007

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს  ”საქართველოს რეკონსტრუქციისა  და განვითარების  კომპანია ნ.ვ.”-ს წარმომადგენლობამ (რეგისტრირებული  ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რ-ის სასამართლოს მიერ,  N 5/8-227, 03.02.04) კომისიას მიმართა განცხადებით (N 156-01.2007, 15.01.07) ქ. თბილისში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

           “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია ნ.ვ.”-ს წარმომადგენლობას 404.200 მგჰც და 410.100 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს  ”საქართველოს რეკონსტრუქციისა  და განვითარების  კომპანია ნ.ვ.”-ს წარმომადგენლობისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს  ”საქართველოს რეკონსტრუქციისა  და განვითარების  კომპანია ნ.ვ.”-ს წარმომადგენლობისთვის  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

           კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები