წვდომის მენიუ

შპს ”ლოჯისტექსისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 554 / 13

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 11, 2007

მიღების თარიღი ოქტომბერი 05, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ლოჯისტექსმა” (რეგისტრირებული ქ. ფოთის სასამართლოს დადგენილებით № 10/4-1202; 09.01.98) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/292-07, 12.09.07) ქ. ფოთში  და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირის  მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს ”ლოჯისტექსს”  163.750 მჰც სიხშირე (ზოლის სიგანით 25 კჰც)  ქ. ფოთში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე  ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს ”ლოჯისტექსისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ლოჯისტექსისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                               ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები