შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ“-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 11, 2007
მიღების თარიღი ოქტომბერი 05, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ“-მ (რეგისტრირებული ქ. ბათუმის სასამართლოს 1999 წლის 13 აპრილის N 01/04-1086 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 895, 07.09.07) ქ. თბილისში და ქ. ბათუმში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ“ ახორციელებს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვას, რეალიზაციას, ტრანსპორტირებას. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ“-ს 151.550 მჰც და 157.725 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში და 153.350 მჰც, 153.450 მჰც, 153.650 მჰც, 157.450 მჰც, 157.550 მჰც, 157.650 მჰც სიხშირეები ქ. ბათუმში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ“-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ“-სთვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
