ი/მ ნიკოლოზ ხმიადაშვილი ”ბოსტანისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 11, 2007
მიღების თარიღი ოქტომბერი 05, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ი/მ ნიკოლოზ ხმიადაშვილი ”ბოსტანმა” (რეგისტრირებული ქ.გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ № 117882773, 17.02.1999) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. გორში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (ტაქსებით მომსახურებისთვის) მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ი/მ ნიკოლოზ ხმიადაშვილი ”ბოსტანს” 163.225 მჰც სიხშირე (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. გორში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს ი/მ ნიკოლოზ ხმიადაშვილი ”ბოსტანისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/მ ნიკოლოზ ხმიადაშვილი ”ბოსტანისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
