წვდომის მენიუ

ი/მ “დავით გურასპაშვილისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 562 / 13

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 11, 2007

მიღების თარიღი ოქტომბერი 05, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ი/მ “დავით გურასპაშვილმა” (რეგისტრირებული ქ.გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ № 118005595, 02.07.1998) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. გორში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (ტაქსებით მომსახურეობისთვის)  მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირის  მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს ი/მ “დავით გურასპაშვილს” 163.250 მჰც სიხშირე (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. გორში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე  ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს ი/მ “დავით გურასპაშვილისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/მ “დავით გურასპაშვილისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები