რუსეთის ფედერაციის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 25, 2007
მიღების თარიღი ოქტომბერი 05, 2007
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-3 პუნქტის, ”ლ” ქვეპუნქტის და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სამსახურის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის VACHI/DVB-RCS, PYATIGOR/DW7000, SOGRATL/DW7000, NAZRAN/DW6000, TSURIB/DVB-RCS, HUNZAN/DVB-RCS, TLYRATA/DVB-RCS, SERGOLAK/DVB-RCS, AGVALI/DVB-RCS, BOTLICH/DVB-RCS, URKARAH/DVB-RCS, TPIG/DVB-RCS, MEHELTA/DVB-RCS, KURAH/DVB-RCS, KUMUH/DVB-RCS, KIDERO/DVB-RCS, KARATA/DVB-RCS, GUNIB/DVB-RCS, GERGEBIL/DVB-RCS, AKUSHA/DVB-RCS, JELEZNOV/HN7000, GRAJDANS/HN7000, MAHACH/EXPRESS-3.8, VLADIKAV/MIR-R, GROZNIY/VSAT-L, SOCHI-VSAT-L, VLADIKAV/DW6000, SHEDOK/DW6000, NALCHIK/KROSNA-INT, VLADIKAV/SIGNAL-37, SOCHI-32/LINKSTAR და VESELOE/LINKSTAR მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე წერილების (№ UMS-50/2290, 06.09.07; № UMS-50/2291, 06.09.07; № UMS-50/2292, 06.09.07; № UMS-50/2293, 06.09.07; № UMS-50/2294, 06.09.07; № UMS-50/2295, 06.09.07; № UMS-50/2296, 06.09.07; № UMS-50/2297, 06.09.07; № UMS-50/2298, 06.09.07; № UMS-50/2299, 06.09.07; № UMS-50/2300, 06.09.07; № UMS-50/2429, 21.09.07; № UMS-50/2430, 21.09.07; და № UMS-50/2431, 21.09.07;) დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
