საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 62 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 03, 2008
მიღების თარიღი ოქტომბერი 12, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2007 წლის 12 ოქტომბრის N 62 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. დამატებით შეტანილ იქნეს N 62 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში4 (ოთხი) საკითხი:
ა) ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);
ბ) ”შპს ტელეკომპანია ”კავკასიისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაში №480/13, 08.07.2005, ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. ს. შავგულიძე);
გ) ი/მ ”ვასილ ნებუნიშვილისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
დ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის ბიუჯეტის ცხრა თვის მუხლების შესრულების შესახებ (მომხს. ი. აბულაძე).
2. დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 12 ოქტომბრის N 62 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
