შპს ”ივერია ქსელი” -სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 17, 2007
მიღების თარიღი ოქტომბერი 12, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 7 სექტემბრის №507/8 გადაწყვეტილებით სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ზუგდიდის რაიონში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”ივერია ქსელი”.
კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით შპს ”ივერია ქსელს” „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ერთი თვის ვადაში გადახდის წესი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ”ივერია ქსელი”-ს მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 4,725.00 (ოთხი ათას შვიდას ოცდახუთი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 1500.00 (ათას ხუთასი) ლარი ანუ 3,225.00 (სამი ათას ორას ოცდახუთი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ”ივერია ქსელს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N107 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ზუგდიდის რაიონში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 5XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 12 ოქტომბრამდე;
გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (11,025.00 - თერთმეტი ათას ოცდახუთი ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300343020;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (11,025.00 - თერთმეტი ათას ოცდახუთი ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
918.75 ლარი - 2007 წლის 12 ნოემბრამდე;
918.75 ლარი - 2007 წლის 12 დეკემბრამდე;
918.75 ლარი - 2008 წლის 12 იანვრამდე;
918.75 ლარი - 2008 წლის 12 თებერვლამდე
918.75 ლარი - 2008 წლის 12 მარტამდე;
918.75 ლარი - 2008 წლის 12 აპრილამდე;
918.75 ლარი - 2008 წლის 12 მაისამდე;
918.75 ლარი - 2008 წლის 12 ივნისამდე;
918.75 ლარი - 2008 წლის 12 ივლისამდე;
918.75 ლარი - 2008 წლის 12 აგვისტომდე;
918.75 ლარი - 2008 წლის 12 სექტემბრამდე;
918.75 ლარი - 2008 წლის 12 ოქტომბრამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე
