წვდომის მენიუ

შპს “ უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახური - თორნისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 578 / 13

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 25, 2007

მიღების თარიღი ოქტომბერი 12, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ შპს “უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახური - თორნიმ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული  სასამართლოს 2004 წლის 4 ივნისის N 5ა/4-2743 დადგენილებით; ს.კ. № 211401936) კომისიას მიმართა განცხადებით (№02/68-78; 17.09.07) ქ. თბილისის ტერიტორიაზე  მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი  სიხშირისა და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი  სიხშირის მინიჭების თაობაზე. დებულების თანახმად, შპს “უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახური - თორნის” საქმიანობის საგანია იურიდიული და ფიზიკური პირებისადმი ფასიანი მომსახურების გაწევა, რაც დაკავშირებულია პიროვნების უსაფრთხოების, აგრეთვე კერძო, საზოგადოებრივი, მუნიციპალური და სახელმწიფო ქონების დაცვის ორგანიზაციასა და უზრუნველყოფასთან. სიხშირეები განსაზღვრულია  დაცვის ობიექტებთან და საპატრულო სამსახურებთან ოპერატიული კავშირისთვის  და  გამოყენებული იქნება  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს “უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახურ - თორნს” 169.325 მჰც, 442.275 მჰც და 447.325 მჰც სიხშირეები  ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახური - თორნისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის    ცვლილების    შემთხვევაში    შპს “უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსაური - თორნისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  კანონმდებლობასთან შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი;

4.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები