წვდომის მენიუ

ი/ს “ხოფერია ნიკოლოზი – ავტო გაზ ნოსტალგიასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 593 / 13

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 25, 2007

მიღების თარიღი ოქტომბერი 12, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ   ი/ს “ხოფერია ნიკოლოზი – ავტო გაზ ნოსტალგიამ” (ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს საგადასახადო ინსპექციის მიერ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის №1560; 07.04.03; ს.კ. № 105003406) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისში ექვსი სიხშირის მინიჭების თაობაზე. ი/ს “ხოფერია ნიკოლოზი – ავტო გაზ ნოსტალგიას“ საქმიანობის საგანს წარმოადგენს ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა და ტვირთების გადაზიდვა. სიხშირეები განსაზღვრულია ქ. თბილისში სადისპეჩერო პუნქტსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება  დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლისმე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს ი/ს “ხოფერია ნიკოლოზი – ავტო გაზ ნოსტალგიას“ 147.700 მჰც, 153.625  მჰც, 158.175 მჰც, 162.025  მჰც, 162.800 მჰც და 163.525 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული  რადიოკავშირისთვის დამხმარე დანიშნულებით ერთი  წლის ვადით;

2.    აღირიცხოს ი/ს “ხოფერია ნიკოლოზი – ავტო გაზ ნოსტალგიასთვის“ მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/ს “ხოფერია ნიკოლოზი – ავტო გაზ ნოსტალგიასთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                      ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები