წვდომის მენიუ

ი/მ “ოთარ ღაჭავასთვის” სიხშირის მინიჭების გაუქმებისა და კომისიის 2007 წლის 20 ივლისის № 414/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 594 / 9

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 25, 2007

მიღების თარიღი ოქტომბერი 12, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ი/მ “ოთარ ღაჭავამ” (რეგისტრირებული ქ.ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ № 120400869, 18.05.07)  კომისიას მიმართა განცხადებით 155.875 მჰც სიხშირის მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული იყო კომისიის 2007 წლის  20 ივლისის № 414/13  გადაწყვეტილებით .

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის 1 ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-11 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.   გაუქმებულ იქნეს ი/მ “ოთარ ღაჭავასთვის”  155.875 მჰც  სიხშირის მინიჭება, ხოლო  კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №414/13 გადაწყვეტილება ცნობილ  იქნას  ძალადაკარგულად;

2.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                      ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე     

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები