უკრაინის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურის კოორდინაციაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 13, 2007
მიღების თარიღი ოქტომბერი 12, 2007
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსადგური SIMFEROPOL – 1359 KHz, თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით გამოიწვევს სრული ხელშემშლელი ელექტრომაგნიტური ველის დაძაბულობის გაზრდას Geneva 7.5 გეგმით საქართველოსთვის განაწილებული რადიოსადგურ SUKHUMI -01350 KHz-თვის.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:1. უარი ეთქვას უკრაინის რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის სახელმწიფო ცენტრს უკრაინის რადიოსამაუწყებლო სადგურის SIMFEROPOL – 1359 KHz კოორდინაციაზე წერილის (№ 11.3-05/10990, 07.09.07.) დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
