წვდომის მენიუ

”შპს ტელეკომპანია „კავკასიისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაში №480/13., 08.07.2005 ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 597 / 19

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 13, 2007

მიღების თარიღი ოქტომბერი 12, 2007

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოში სატელეკომუნიკაციო  თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, მსოფლიოში აღიარებული სტანდარტებისა და რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის შესაბამისად, მიმდინარეობს სამუშაო რადიოსიხშირული სპექტრის გარკვეული უბნების გამონთავისუფლებასთან დაკავშირებით.

      აღნიშნული გეგმის თანახმად,  რადიოსიხშირულ სპექტრში სიხშირული ზოლი (3410.0მჰც ¸3604.0მჰც)  განკუთვნილია წერტილი - მრავალწერტილი ტოპოლოგიის მქონე, ინფორმაციის უსადენო მიწოდების ფართოზოლოვანი ქსელებისთვის.

       ამასთან ერთად, კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია ”კავკასია”, რომელიც ლიცენზიის №B23 (ვადა 17.06.2013) პირობების შესაბამისად, მაუწყებლობს ქ.თბილისში 28-ე სატელევიზიო არხზე 5კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ფლობს  2005 წლის 8 ივლისს  კომისიის გადაწყვეტილებით  №480/13  შიდასაწარმოო და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით   მინიჭებულ სიხშირეებს,    მათ შორის   3562,5მჰც ±14 მჰც ქ. თბილისში   მონაკვეთებზე ”სტუდია - სატელევიზიო ანძა - სტუდია” რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის.

      ვინაიდან აღნიშნული სიხშირე გამოსანთავისუფლებელი დიაპაზონის ფარგლებში მდებარეობს, კომისიამ მიმართა შპს ტელეკომპანია ”კავკასიას” წინადადებით, (წერილი №04/2234-07, 28.09.07) კომპანიის თანხმობის შემთხვევაში ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  76-ე მუხლის 26-ე პუნქტის შესაბამისად, 3562,5მჰც ±14 მჰც სიხშირის ახალი სიხშირით   3688.5მჰც ±14 მჰც   შეცვლის თაობაზე. წერილში აღინიშნა, რომ სიხშირის შეცვლასთან დაკავშირებული ხარჯების კომპენსაცია, რომლის ოდენობა განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, მოხდება კომისიის მიერ, ხოლო გადახდის პირობები და ფორმა - შეთანხმდება კომისიასთან.

      კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია ”კავკასიამ” თანხმობის წერილთან (შემოსული №6/1446-07, 28.09.07) ერთად წარმოადგინა  შპს ”სეტ”-თან  2007 წლის 4 ოქტომბერს გაფორმებული ორმხრივი ხელეკრულება №6 სიხშირის გადაწყობის სამუშაოს ჩატარების შესახებ,  რომლის თანახმად, შესასრულებლი სამუშაოს ანაზღაურების თანხა განსაზღვრულია   ერთი ათას ცხრაასი ლარის ოდენობით.

    კომისია აღნიშნავს,  რომ სიხშირის შეცვლასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა, რაც წარმოდგენილ ხელშეკრულებაში არის აღნიშნული, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადამოწმდა დამოუკიდებელი აუდიტის (აუდიტორული ფირმა ”რეიტინგი”) მიერ და  აუდიტორული დასკვნის (შეფასების აქტი №7-2/018, 09.10.07)  საფუძველზე განისაზღვრა  ერთი ათას ცხრაასი ლარის ოდენობით.

    კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნული თანხა ერთი ათას ცხრაასი ლარი, შპს ტელეკომპანია ”კავკასიის”  კუთვნილი რადიოსარელეო ხაზის სადგურის სიხშირის შეცვლასთან დაკავშირებული ხარჯების კომპენსაციაა და კომისიის მიერ   ჩაირიცხება მის ანგარიშსწორების  ანგარიშზე,  შპს ტელეკომპანია ”კავკასიის” მიერ  შპს ”სეტ”-ისთვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ, ან თანხის უქონლობის შემთხვევაში,   შპს ტელეკომპანია ”კავკასიის” კომისიისადმი წერილობითი მიმართვის საფუძველზე აღნიშნული თანხის  მითითებულ   ანგრიშსწორების  ანგარიშზე  ჩარიცხვის მოთხოვნით.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შეტანილ იქნას ცვლილება კომისიის გადაწყვეტილებაში №480/13, 08.07.2005 შპს ტელეკომპანია „კავკასიისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ და რადიოსარელეო კავშირისთვის  ქ.თბილისში, ამავე გადაწყვეტილებით მინიჭებული 3562,5მჰც ±14 მჰც რადიოსიხშირის სანაცვლოდ,  მიენიჭოს  3688.5მჰც ±14 მჰც სიხშირე ქ.თბილისში მობილური რადიოსარელეო კავშირისთვის.

     ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 76-ე მუხლის 26-ე პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

 1. შეტანილ იქნეს ცვლილება კომისიის გადაწყვეტილებაში №480/13, 08.07.2005, შპს ტელეკომპანია „კავკასიისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1.    მიენიჭოს შპს ტელეკომპანია „კავკასიას“ 3828.5 მჰც სიხშირე  გატარების ზოლით ± 14 მჰც,  11525.0  მჰც სიხშირე გატარების ზოლით  ± 14 მჰც, ქ. თბილისში  რადიოსარელეო კავშირისთვის მონაკვეთზე სტუდია (ლეონიძის 11ა) - სატელევიზიო ანძა - სტუდია  და  3688,5 მჰც სიხშირე გატარების ზოლით ±14მჰც ქ.თბილისში  მობილური რადიოსარელეო სადგურის ფუნქციონირებისთვის, შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით №B23  ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 17.06.2013);”

2. აისახოს შპს ტელეკომპანია „კავკასიისთვის“  მინიჭებული სიხშირის ცვლილება  კომისიის  შესაბამის  უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3.    ამ  გადაწყვეტილების    პირველი   პუნქტის   ამოქმედებით    შპს      ტელეკომპანია ”კავკასიის”    მიერ   გაწეული ხარჯების  საკომპენსაციო   თანხად   განისაზღვროს  ერთი ათას ცხრაასი ლარი, ხოლო მისი გადახდა  განხორციელდეს 5 დღის ვადაში კომისიის ბიუჯეტიდან, ანგარიშსწორების ანგარიშზე საკომპენსაციო თანხის ჩასარიცხად შპს ტელეკომპანია   ”კავკასიის” მიერ  შესაბამისი მოთხოვნის ან/და შპს ტელეკომპანია ”კავკასიის” მიერ  შპს ”სეტ”-ისთვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის  შემდგომ (ი.აბულაძე);   

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;     

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).                                                            

კომისიის თავმჯდომარე                                                          ზ.ნონიკაშვილი

კომისიის   წევრი                                                                              დ.პატარაია

კომისიის     წევრი                                                                             გ.ფრუიძე         

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები