საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 25 მოსამზადებელი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2007
მიღების თარიღი ოქტომბერი 19, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2007 წლის 19 ოქტომბრის N 25 მოსამზადებელ სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის № 25 მოსამზადებელი სხდომის დღის წესრიგის პროეექტის მე-3 (ერთის მხრივ, შპს ”ინფოჯორჯია XXI” და მეორეს მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვისათვის წარმოდგენილი მასალების გაცნობის შესახებ) და მე-4 (ერთის მხრივ, შპს ”ალკომსა” და მეორეს მხრივ, შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” შორის დავის განხილვისათვის წარმოდგენილი მასალების გაცნობის შესახებ) საკითხების განხილვა კომისიის მ/წლის 26 ოქტომბრის № 26 მოსამზადებელი სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
2. დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 19 ოქტომბრის N 25 მოსამზადებელი სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
