წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 63 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 601 / 17

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 26, 2007

მიღების თარიღი ოქტომბერი 19, 2007

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2007 წლის 19 ოქტომბრის N 63 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს კომისიის № 63 სხდომის დღის წესრიგის პროეექტის მე-3 საკითხის (შპს ”ახტელისთვის” შპს ”კავკასუს ონლაინთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე) განხილვა კომისიის მ/წლის 26 ოქტომბრის № 64 დღის წესრიგის პროექტში;

2. დამატებით შეტანილ იქნეს  N 63 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში  3 (სამი) საკითხი:

ა) კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს. გ. რატიშვილი);

ბ) შპს ტელეკომპანია ”ტელეიმედის” № 503 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2003 წლის 23 მაისის №229 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. გ. რატიშვილი);

გ) შპს ”ტელეკომპანია ქუთაისის” № B69 და შპს ”შიდა ქართლის ტელეკომპანიის” № B6 ლიცენზიების გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი).

3.  დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 19 ოქტომბრის N 63 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

                   კომისიის თავმჯდომარე                                                   ზ. ნონიკაშვილი

                                  კომისიის წევრი                                                    დ. პატარაია

                                  კომისიის წევრი                                                     გ. ფრუიძე   

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები