წვდომის მენიუ

შპს ”ახალი ქსელების” 2007 წლის 1 ოქტომბრის №6/1476-07 განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 602 / 23

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 22, 2007

მიღების თარიღი ოქტომბერი 19, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ახალმა ქსელებმა”, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და მოითხოვა  შპს ”კავკასუს ონლაინთან” დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერება, ვინაიდან შპს ”კავკასუს ონლაინს” მათ მიმართ ერიცხება დავალიანება, რომელმაც 2007 წლის  1 ოქტომბრისათვის შეადგინა 92.000  ლარი.               

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.”

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ 2006 წლის 16 ოქტომბერს შპს ”ახალმა ქსელებმა” კომისიაში წარადგინა ცნობა, შპს ”კავკასუს ონლაინის” მხრიდან დავალიანების სრულად დაფარვის თაობაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ აღარ არსებობს საფუძველი ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შპს ”ახალმა ქსელებისთვის” შპს ”კავკასუს ონლაინთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მოქმედების შეჩერებაზე თანხმობის მიცემისათვის კომისიამ,

              გადაწყვიტა:

1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ახალი ქსელების” 2007 წლის 1 ოქტომბრის №6/1476-07 განცხადების თაობაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში  (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1) ერთი თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე:                                               ზ. ნონიკაშვილი

კომისიის წევრები:                                                         

დ. პატარაია                                                                                                                                                           

გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები