შპს ”სელკომსა” და შპს ”ჯითიკომ ს ” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 22, 2007
მიღების თარიღი ოქტომბერი 19, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს ”სელკომმა” (წერილი №6/1553-07 10.10.2007 წ.) და წარმოუდგინა შპს ”ჯითიკომ”-თან რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F50 ლიცენზიის გადაპირების შესახებ 2007 წლის 10 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს შპს “სელკომის”- №F50 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის შპს ”ჯითიკომი”-სთვის გადაცემას.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2007 წლის 19 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა შპს ”სელკომი”-ს წარმომადგენელი ხ.ინჯია, რომელმაც კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა, შპს ”სელკომსა” და შპს ”ჯითიკომ”-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების თობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ მხარებს შორის შესათანხმებელია რიგი საკითხებისა, რაც უშუალოდ არის დაკავშირებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F50 ლიცენზიის გადაპირების შესახებ 2007 წლის 10 ოქტომბერს გაფორმებულ ხელშეკრულებასთან და აღნიშნული საკითხების შეუთანხმებლობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ხელშეკრულების პირობებზე.
კომისიამ იმსჯელა წარმოდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნია შეწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”სელკომსა” და შპს ”ჯითიკომ”-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F50 ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”სელკომსა” და შპს ”ჯითიკომ ს” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F50 ლიცენზიის გადაპირების თობაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე
