წვდომის მენიუ

შპს ”ჯორჯიან ფორისთისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 61 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 08, 2007

მიღების თარიღი თებერვალი 02, 2007

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ჯორჯიან ფორისთმა” (რეგისტრირებული  მარტვილის რ-ის სასამარლოს მიერ, № 222/057/5/ბ-44-შპს, 16.01.2006) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. ფოთისა და მარტვილის რ-ის, სოფელ ტალერის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში  ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს ”ჯორჯიან ფორისთი” ეწევა ხე-ტყის  გადამამუშავებელ საქმიანობას. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

  “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს  შპს ”ჯორჯიან ფორისთს” 411.975 მგჰც სიხშირე ქ. ფოთისა და მარტვილის რ-ის, სოფელ ტალერის ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს ”ჯორჯიან ფორისთისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ჯორჯიან ფორისთისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები