შპს “შავი ზღვის ტემინალისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2007
მიღების თარიღი ოქტომბერი 19, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “შავი ზღვის ტერმინალმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს სასამართლოს 2001 წლის 14 ივნისის N 5/4-976 დადგენილებით; ს.კ. № 204892170) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 1492; 24.09.07) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამტვირთავი საზღვაო ტერმინალის მშენებლობისთვის მეტრულ ტალღათა დიაპაზონში რვა სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “შავი ზღვის ტერმინალს” 150.150 მჰც, 150.325 მჰც, 150.525 მჰც, 150.550 მჰც, 155.450 მჰც, 155.625 მჰც, 155.800 მჰც, 155.925 მჰც სიხშირეები ხობის რ-ის სოფელ ყულევის ტერიტორიებზე ოპერატიული რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს “შავი ზღვის ტერმინალისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “შავი ზღვის ტერმინალისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
