შპს „ოპიზასთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2007
მიღების თარიღი ოქტომბერი 19, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „ოპიზამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექვიის 1996 წლის 29 აგვისტოს N 7/4-1969 დადგენილებით; ს.კ. № 208153521) კომისიას მიმართა განცხადებით (N 182; 25.09.07) ქ. თბილისის ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ოპიზას” 154.075 მჰც სიხშირე (ზოლის სიგანე 25 კჰც) ქ. თბილისის ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს „ოპიზასთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ოპიზასთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
