საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 10 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2007
მიღების თარიღი თებერვალი 13, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2007 წლის 13 თებერვლის N 10 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. დამატებით შეტანილ იქნეს წარმოდგენილ N 10 სხდომის დღის წესრიგის პროექტში 12 (თორმეტი) საკითხი:
ა) შპს ”ო.კ.”-სა და შპს ”ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N85 ლიცენზიის გადაპირების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე);
ბ) შპს ”სელკომსა” და შპს ”ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N82; № N83; № N84 ლიცენზიების გადაპირების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე);
გ) შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს” შორის ლიცენზიის ნაწილის გადაპირების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე);
დ) შპს ”თანამგზავრი XXI”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე):
ე) შპს ”ატელისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);
ვ) შპს ”ტაურუსისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ზ) შპს ”მაუდი-პატრულისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
თ) სს ”რუსთავცემენტისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ი) ი/მ ”ნინო ჭანტურიძისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე);
კ) ი/მ ”მიქაშავიძე შოთასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე);
ლ) საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე)
მ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებილ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. ი. ხარებავა).
2. დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 13 თებერვლის N 10 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის მ.შ. დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
