სს ”თელასისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2007
მიღების თარიღი ოქტომბერი 19, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ სს ”თელასმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბის რ-ლი სასამართლოს მოერ N 2/7-1, 14.05.95) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 1-03/279; 26.09.07) ქ. თბილისის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში ოცი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სს ”თელასს” 413.100 მჰც, 413.300 მჰც, 413.500 მჰც, 413.700 მჰც, 413.900 მჰც, 423.100 მჰც, 423.300 მჰც, 423.500 მჰც, 423.900 მჰც, 424.600 მგც, 414.100 მჰც, 414.300 მჰც, 414.500 მჰც, 415.700 მჰც, 415.900 მჰც, 424.800 მჰც, 425.000 მჰც, 425.200 მჰც, 425.800 მჰც და 425.900 მჰც სიხშირეები ქ. თბილისის ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს სს ”თელასისთვი” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს ”თელასისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
