წვდომის მენიუ

რომან ანთაძისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმისა და შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.რუსთავში ნუმერაციის

ნომერი: 63 / 8

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2007

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიის 2007 წლის 30 იანვრის №46/8 გადაწყვეტილებით ქ. რუსთავში 15XXXX (10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა რომან ანთაძე, რომელმაც თანხმობა განაცხადა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 540,000.00 (ხუთას ორმოცი ათასი)  ლარის გადახდაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილებით  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, რომან ანთაძეს განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (162,000.00 - ას სამოცდაორი ათასი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 1500.00 (ერთი ათას ხუთასი ლარი) ლარი ანუ 160,500.00 (ას სამოცი ათას ხუთასი ლარი) ლარის 2007 წლის 28 თებერვლამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

            კომისია აღნიშნავს, რომ 2007 წლის 1 თებერვალს რომან ანთაძემ კომისიას მომართა წერილით (01.02.2007 №6/84-07) რომელშიც აღნიშნულია, რომ  რომან ანთაძე უარს აცხადებს კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული თანხის გადახდასა და შესაბამისად,  ლიცენზიის აღებაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-5 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად: ”ერთი თვის ვადაში რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულს არ უბრუნდება ბე-ს სახით გადახდილი თანხა.” ამავე დროს, დებულების მე-5 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, ”თუ კომისიამ ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული გარემოებისას მიიღო გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და აუქციონში ერთზე მეტი პირი მონაწილეობდა, კომისია იღებს გადაწყვეტილებას იმ პირის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ, რომელმაც აუქციონის მიმდინარეობისას დააფიქსირა აუქციონში გამოვლენილ გამარჯვებულთან შედარებით ნაკლები, მაგრამ სხვა  მონაწილეებთან  შედარებით მეტი თანხა, ამავე დროს, კომისიის ანგარიშიდან გატანილი არ აქვს ბე-ს სახით გადახდილი თანხა ( რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 10%).

კომისია აღნიშნავს, რომ 2007 წლის 30 იანვარს გამართულ აუქციონში რომან ანთაძის გარდა მონაწილეობას იღებდნენ: შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია” და სს ”ტელენეტი”. ქ.რუსთავში 15XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი), სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას პირველი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა (საწყის საფასურს - 15000 ლარს + ერთი ბიჯი, 750 ლარი) დააფიქსირა შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” წარმომადგენელმა, შემდეგ რომან ანთაძემ რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დაამატა შვიდასი  ბიჯი (15000 ლარს + 525,000 ლარი), რის შემდეგაც სს ”ტელენეტის” წარმომადგენელმა შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის”  წარმომადგენლის მიერ ბოლოს დასახელებულმა რესურსით სარგებლობის საფასურის მაქსიმალურმა  თანხამ შეადგინა საწყის ღირებულებას (15000 ლარი) დამატებული 1 (ერთი) ბიჯი, ანუ ჯამში სულ 15,750.00 (თხუთმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი. აქვე აღსანიშნავია, რომ შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას”  კომისიის ანგარიშიდან გატანილი არ აქვს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 10%).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უარი უნდა ეთქვას რომან ანთაძეს ქ.რუსთავში 15XXXX (10000 სააბონენტო ნომერი) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე და ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს  ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”.

“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. უარი ეთქვას რომან ანთაძეს ქ.რუსთავში 15XXXX (10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე;

2.   გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია” ქ. რუსთავში 15XXXX (10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში;

) უზრუნველყოს შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (4,725.00 ოთხი ათას შვიდას ოცდახუთი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 1500.00 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ანუ 3,225.00 (სამი ათას ორას ოცდახუთი) ლარის გადახდა 2007 წლის 13 მარტამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (ვაკე-საბურთალო) - N200122900;

- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300043020;

ბ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (11,025.00 - თერთმეტი ათას ოცდახუთი ლარი) გადახდა შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ” განახორციელოს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში;

4. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებელს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

5.   დაევალოს კომისიის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) რომან ანთაძის და შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

6.  დაევალოს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ.აროშიძე)  აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

7.  დაევალოს კომისიის აპარატის  ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის ყველა მონაწილესათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

8.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი  თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ი.ხარებავა).

                                    კომისიის წევრები                             დ.პატარაია

                                                                                                გ.ფრუიძე

                                                                                                ზ.ნონიკაშვილი                 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები