წვდომის მენიუ

შპს ტელეკომპანია ,,ტელეიმედის ” №503 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2003 წლის 23 მაისის №229 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 630 / 2

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 08, 2007

მიღების თარიღი ოქტომბერი 19, 2007

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ წერილით (№6/1601-2007) კომისიას მიმართა შპს ”ტელეკომპანია ტელეიმედმა”, რომელმაც მოითხოვა მისი კუთვნილი №503 ლიცენზიის (კერძო საერთო ტელემაუწყებლობა) მოდიფიცირება იმგვარად, რომ შპს ,,ტელეკომპანია ტელეიმედის” №503 ლიცენზიაში ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად განისაზღვროს ლიცენზიის სახე და სახეობა.

    კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ,,ტელე ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა და მოდიფიცირება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ხოლო 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/დამატებების შეტანა; ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.”   

    ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის  38-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 45-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის  ბ) ქვეპუნქტისა  და  საქართველოს  ,,ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  მუხლის  თანახმად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  მოდიფიცირდეს შპს  ,,ტელეიმედი”-ის №503 ლიცენზია (მოქმედების ვადა 21.04.2013წ.)  შევიდეს ცვლილება კომისიის №229 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შპს ,,ტელეიმედის” №503 ლიცენზიას გაუგრძელდეს მოქმედების ვადა  2013 წლის 21 აპრილამდე, მიენიჭოს №B94  და მოდიფიცირდეს შემდეგი სახით:

ა) ლიცენზიის სახე - კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა - საერთო მაუწყებლობა;

გ)ტექნიკური პარამეტრები: თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობა.”

2. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ვ. შუღლიაშვილი):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო  რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს “ტელეკომპანია ტელეიმედისთვის”.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსს.  (გ. რატიშვილი).        

კომისიის წევრები:                                                                  ზ. ნონიკაშვილი

                                                                                              დ. პატარაია

                                                                                               გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები