წვდომის მენიუ

შპს ”ტელეკომპანია ქუთაისის” №B69 და შპს ”შიდა ქართლის ტელეკომპანიის” №B6 ლიცენზიების გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 631 / 23

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 22, 2007

მიღების თარიღი ოქტომბერი 19, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია „უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან.“

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტისა (ს. შავგულიძე) და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (გ.რატიშვილი) მიერ 2007 წლის  17 ოქტომბერს  განხორციელდა შემოწმება შპს ”ტელეკომპანია ქუთაისისა” და შპს ”შიდა ქართლის ტელეკომპანიის” მიერ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა და სალიცენზიო პირობების შესრულების მიზნით. გამოირკვა, რომ შპს ”ტელეკომპანია ქუთაისი”  2004 წლის მარტიდან, ხოლო შპს ”შიდა ქართლის ტელეკომპანია”  ლიცენზიის გაცემის თარიღიდან დღემდე არ ახორციელებენ შესაბამისად -  №B69 და №B6 ლიცენზიების საფუძველზე მაუწყებლობას, დღემდე კომისიაში არ წარმოუდგენიათ და აგრეთვე არ გამოუქვეყნებიათ სამაუწყებლო ბადეები.  

აღნიშული მასალები გადაეცა კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს                 (კ. ყურაშვილი), რომელმაც იხელმძღვანელა რა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებით, დაადასტურა შპს ”ტელეკომპანია ქუთაისისა” და შპს ”შიდა ქართლის ტელეკომპანიის” მიერ  ”მაუწყებლობის შესახებ” საქარველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა, კერძოდ სამართლებრივი დეპარტამენტი (კ. ყურაშვილი) აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის დაუწყებლობა ან/და მაუწყებლობის  შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში, საფუძველია ლიცენზიის გაუქმების შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა.  

ზემოაღნიშულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ე” და ”გ” ქვეპუნქტების, 38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და  საქარველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შეაბამისად, კომისიამ

1. დაიწყოს საჯარო ადმინიტრაციული წარმოება შპს ”ტელეკომპანია ქუთაისის” №B69 ლიცენზიის გაუქმების მიზნით.

2. დაიწყოს საჯარო ადმინიტრაციული წარმოება შპს ”შიდა ქართლის ტელეკომპანიის” №B6  ლიცენზიის გაუქმების მიზნით.

3. ამ გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული საკითხების განსახილველად  ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართის 2007 წლის 21 ნოემბერს, 16:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილებათა მიღების თარიღად განისაზღვროს 2007 წლის 22 თებერვალი, 16:00 საათი.

4. შპს ”ტელეკომპანია ქუთაისს” და შპს ” შიდა ქართლის ტელეკომპანიას” უფლება აქვთ წარადგინონ მტკიცებულებები, შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, აგრეთვე გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა დაინტერესებული მხარეებისათვის დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;

6. წინამდებარე გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის ძალით;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი)

კომისიის თავმჯდომარე:        ზ. ნონიკაშვილი

წევრები:                                      გ. ფრუიძე                 

                                                      დ.პატარაია                      
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები