წვდომის მენიუ

სს „ჩითახევი-ბორჯომისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 641 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 13, 2007

მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2007

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ სს „ჩითახევი-ბორჯომმა“ (რეგისტრირებული ბორჯომის რაიონული  სასამართლოს 1996  წლის 28 ივნისის N 24/5გ-12 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით (№62; 28.09.07) ბორჯომის რ-ის სოფ. ჩითახევში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი  სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს სს „ჩითახევი-ბორჯომს“ 405.275 მგჰც და 410.375 მგჰც სიხშირეები ბორჯომის რ-ის სოფ. ჩითახევში ოპერატიული რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს სს „ჩითახევი-ბორჯომისთვის“  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს „ჩითახევი-ბორჯომისთვის“ სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                      ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები