წვდომის მენიუ

შპს „ბაგები 2002“-ისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 643 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 13, 2007

მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ  შპს „ბაგები 2002“-მა (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 18 ნოემბრის N 5/4-3399 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით (№ 99/07; 24.09.07) ქ. თბილისის  ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი  სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს „ბაგები 2002“-ს  155.775 მგჰც და 163.025 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს „ბაგები 2002“-ისთვის  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.    კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ბაგები 2002“-ისთვის  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები