წვდომის მენიუ

შპს „ბაკურისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 647 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 13, 2007

მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2007

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „ბაკურიმ”  (რეგისტრირებული ქ. ბათუმის საოლქო  სასამართლოს 1996 წლის 24 იანვრის N 01/04-136 დადგენილებით; ს.კ №245392089) კომისიას მიმართა განცხადებით (N 216, 18.09.07) ბათუმი-ხელვაჩაურის ტერიტორიაზე  მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი  სიხშირის მინიჭების თაობაზე.  სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს “ბაკურის”  155.850 მჰც და 162.550 მჰც სიხშირეები ბათუმი-ხელვაჩაურის ტერიტორიაზე  ოპერატიული რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “ბაკურისთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.  საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ბაკურისთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                      ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები