წვდომის მენიუ

შპს „ნოლასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 649 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 13, 2007

მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2007

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „ნოლამ” (რეგისტრირებული  ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 2001 წლის 7 აგვისტოს N 5ა/4-1726 დადგენილებით; ს. კ. № 211372860) კომისიას მიმართა განცხადებით (N ბ-190; 02.10.07) ქ. თბილისში (დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში) და ბორჯომი-ბაკურიანის ტერიტორიაზე (მეტრულ ტალღათა დიაპაზონში) სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „ნოლას” 404.350 მჰც სიხშირე ქ. თბილისში და 150.575 მჰც სიხშირე ბორჯომი-ბაკურიანის ტერიტორიაზე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს „ნოლასთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ნოლასთვის” სიხშირეების მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები