”შპს „ტექნო მედია“-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ” კომისიის 2006 წლის 3 ნოემბრის №469/1 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2007
მიღების თარიღი თებერვალი 13, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 3 ნოემბრის №469/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, განხორციელდა შპს ”ტექნო მედია”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F34 ლიცენზიის გაცემა.
კომისიის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში დაშვებულ იქნა ტექნიკური სახის შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტში ციფრები:12887 მაგივრად მითითებული უნდა იყოს ციფრები: 12877.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”-ს 59-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გასწორდეს დაშვებული ტექნიკური შეცდომა 2006 წლის 3 ნოემბრის №469/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტში და ციფრები: 12887 შეიცვალოს ციფრებით 12877;
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ნიჟარაძე; ნ. ჯანელიძე):
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ”ტექნო მედია”-სთვის გაგზავნა;
ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის გვერდზე ინტერნეტში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
