წვდომის მენიუ

შპს ”ბლუმფინ ლიმიტედის” № F 7 ლიცენზიის გაუქმების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 671 / 23

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 22, 2007

მიღების თარიღი ნოემბერი 02, 2007

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ  ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზირებულ პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

     ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე- 3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზირებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს  ავტორიზირებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

     კომისია, აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზირებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

      ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად 2007 წლის 1 ნოემბერს,  კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტმა (ც. უჯმაჯურიძე), ჩაატარა შპს ”ბლუმფინ ლიმიტედის” საქმიანობის შემოწმება და შეადგინა შემოწმების აქტი №27. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ შპს ”ბლუმფინ ლიმიტედს” რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის № F7 ლიცენზიის შესაბამისად, პრაქტიკული საქმიანობა კვლავ არ აქვს დაწყებული.

        კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ შპს ”ბლუმფინ ლიმიტედი” პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობის გამო კომისიის 2007 წლის 27 აპრილის № 209/28 გადაწყვეტილებით უკვე  გაფრთხილებულია და აგრეთვე მის მიმართ 2007 წლის 27 ივლისს №418/18 გადაწყვეტილებით გამოყენებულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

    ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს ადმინიტრაციული წარმოება შპს ”ბლუმფინ ლიმიტედის” № F7 ლიცენზიის გაუქმების მიზნით.

2. შპს ”ბლუმფინ ლიმიტედის” № F7 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით კომისიის სხდომა გაიმართოს 2007 წლის 16 ნოემბერს.

3. შპს ”ბლუმფინ ლიმიტედს” უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, აგრეთვე გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ”ბლუმფინ ლიმიტედისთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;

5. წინამდებარე გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის ძალით;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ზ. ნონიკაშვილი

კომისიის წევრები:                                                                                დ. პატარაია                                                                                                                                 

                                                                                                                   გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები