საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 68 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2008
მიღების თარიღი ნოემბერი 09, 2007
გადაწყვიტა:
1. დამატებით შეტანილ იქნეს N 68 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 2 (ორი) საკითხი:
ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);
ბ) ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე” (მომხს. კ. ყურაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი).
2. დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 09 ნოემბრის N 68 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
ომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
