წვდომის მენიუ

შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 678 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 21, 2007

მიღების თარიღი ნოემბერი 09, 2007

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისმა” (რეგისტრირებული  ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის  მიერ, № 3494/006-შპს; 02.03.06) კომისიას მიმართა განცხადებით   ქ. თბილისის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისს” 405.250 მჰც და 410.750 მჰც სიხშირეები ქ. თბილისის ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                      ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები