წვდომის მენიუ

შპს ”საქართველოს მილსადენი კომპანიისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 68 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2007

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2007

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს მილსადენმა კომპანიამ” კომისიას მიმართა განცხადებით (შემოსული №7/21-07,30.01.07), მილსადენის სადგურებს შორის, შიდაუწყებრივი კავშირისთვის, 13 გჰც დიაპაზონში 2XE1 სიჩქარის ნაკადით ინფორმაციის გადასაცემად, სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით. სიხშირეები გამოყენებული იქნება   მონაკვეთებზე: ახალი სამგორი - რუსთავი; მუხრანი-დუშეთი; დიდი ფლევი- ქარელი; მანდაეთი-კორბოული; ქვემო საქარა - თერჯოლა და სუფსის ტერმინალი - ფოთი, მილსადენის სადგურებს შორის, შიდაუწყებრივი კავშირისთვის.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს მილსადენ კომპანიას” რადიოსარელეო სადგურებს შორის კავშირისთვის  შესაძლებელია  გამოეყოს სიხშირული წყვილი: (12.786გჰც და 13.052 გჰც), ზოლების სიგანით ± 1.75 მჰც

სიხშირეები: 12786მჰც ± 1.75 მჰც და 13052მჰც ± 1.75 მჰც, გამოყენებულ უნდა იქნას, ახალი სამგორი- რუსთავი; მუხრანი-დუშეთი; დიდი ფლევი- ქარელი; მანდაეთი-კორბოული; ქვემო საქარა - თერჯოლა და სუფსის ტერმინალი - ფოთის მონაკვეთებზე, მილსადენის სადგურებს შორის შიდაუწყებრივი რადიოსარელეო კავშირისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს შპს „საქართველოს მილსადენ კომპანიას” სიხშირეები: 12786მჰც ± 1.75 მჰც და 13052მჰც ± 1.75მჰც, მეორადი გამოყენების უფლებით, ახალი სამგორი-რუსთავი; მუხრანი-დუშეთი;   დიდი ფლევი- ქარელი;  მანდაეთი-კორბოული;   ქვემო    საქარა-თერჯოლა და  სუფსის ტერმინალი-ფოთის მონაკვეთებზე, მილსადენის სადგურებს შორის შიდაუწყებრივი   რადიოსარელეო   კავშირისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ერთი წლის ვადით;

2. წარმოადგინოს შპს „საქართველოს მილსადენმა კომპანიამ”  გამოყენებული რადიოსარელეო  გადამცემი სადგურების სრული ტექნიკური პარამეტრები და  რადიოსარელეო  ხაზის მონაკვეთებზე სიხშირეების გამოყენების მონაცვლეობის წესი, სადგურების ინსტალაციის შემდგომ  ერთი თვის ვადაში;

3. აღირიცხოს შპს „საქართველოს მილსადენ კომპანიისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის  უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „საქართველოს მილსადენმა კომპანიამ” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;   

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე).                     

 კომისიის თავმჯდომარის

 მოვალეობის შემსრულებელი                                                                 დ.პატარაია

 კომისიის  წევრი                                                                                        გ.ფრუიძე

 კომისიის   წევრი                                                                                       ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები