საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 22, 2007
მიღების თარიღი ნოემბერი 09, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\\\\\\\\\\\\\") აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კომისიას მიმართა განცხადებით (№01/10-476; 23.10.07) ქ. ბათუმის ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 150.125 მჰც და 155.725 მჰც სიხშირეები ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
