საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 70 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 26, 2007
მიღების თარიღი ნოემბერი 16, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2007 წლის 16 ნოემბრის N 70 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. დამატებით შეტანილ იქნეს N 70 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 2 (ორი) საკითხი:
ა) ი/მ ”ბაქარ წიბლიაშვილი”-სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);
ბ) შპს ”ბლუმფინ ლიმიტედის” № F 7 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე (მომხს. კ. ყურაშვილი).
2. დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 16 ნოემბრის N 70 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
