შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს ” - სთვის რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 28, 2007
მიღების თარიღი ნოემბერი 16, 2007
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს” არის ავტორიზირებული პირი (რეგისტრაციის №58/1) ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას №F51 (ვადა 29.04.2008) და რადიოსიხშირული სპექტრის (1894.375მჰც-დან 1899.375მჰც-მდე და 1974.375 მჰც-დან 1979.375-მჰც-მდე) გამოყენება კომისიის გადაწყვეტილებით (253/5,18.05.2007) განსაზღვრული აქვს საქართველოს ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რაიონების: წალკის, დმანისის, ბოლნისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, გარდაბანის გარდა).
ქ.თბილისში ჯიქიას ქ. №16 განლაგებული შენობიდან, ყოფილი ”შრომის სასახლის” შენობამდე (შარტავას ქ. №7) 4E1 ტევადობის რადიოსარელეო ხაზის ასაგებად, შპს “ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-სთვის გამოყოფილი იქნა 7მჰც სიგანის წყვილი სიხშირული ზოლი 12961 მჰც ±3,5მჰც და 13227 ± 3,5მჰც გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 0.5 ვატისა.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, ”ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად, არაკომერციული მიზნითა და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, კომისია უფლებამოსილია ასეთ პირებს 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც შეადგენს 2,872.80 (ორი ათას რვაას სამოცდათორმეტ) ლარს და ოთხმოც თეთრს.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნეს არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით ქ. თბილისში, ჯიქიას ქ. №16 და შარტავას ქ. №7 მისამართებზე მდებარე შენობებში განლაგებული რადიოსარელეო ხაზის სადგურების ფუნქციონირებისთვის.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-15 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს რადიოსიხშირეები 12961 მჰც ±3,5მჰც და 13227 ± 3,5მჰც თითოეული ზოლის სიგანით 7 მჰც, ქ.თბილისში, რადიოსარელეო ხაზის მონაკვეთზე: ჯიქიას ქ. №16 - შარტავას ქ. №7, რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 0.5 ვატისა, არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით 10 წლის ვადით - 2017 წლის 16 ნოემბრამდე;
2. განესაზღვროს შპს “ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 2,872.80 (ორი ათას რვაას სამოცდათორმეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარი;
3. უზრუნველყოს შპს “ქართულმა სატელეფონო კომპანია ჯტს”-მ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის 2,872.80 (ორი ათას რვაას სამოცდათორმეტი ლარის და ოთხმოცი თეთრის) ლარის გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით 10 დღის ვადაში:
მიმღები:
ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ა/ა 200122900;
ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;
კოდი - 220101222;
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773021;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს “ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;
5. წარმოადგინოს შპს “ქართულმა სატელეფონო კომპანია ჯტს”-მ ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ რადოსარელეო ხაზის მონაკვეთზე, ამავე გადაწყვეტილებით მინიჭებული სიხშირეების გამოყენების წესი და რადიოსარელეო სადგურების ტექნიკური მონაცემები არსებული ფორმით, სადგურების ინსტალაციის პროცესის შემდგომ;
6. აღირიცხოს შპს “ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”- სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე) შპს “ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;
7. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-სთვის რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ.პატარაია
