წვდომის მენიუ

საერთაშორისო ფონდი ”კლუბი სამთო მოგზაურისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 689 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 28, 2007

მიღების თარიღი ნოემბერი 16, 2007

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ფონდმა ”კლუბი სამთო მოგზაურმა” რეგისტრირებული  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწმობა № 351; 16.04.1999წ; ს.კ. № 211332958) კომისიას მიმართა განცხადებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ალპინისტურ მარშრუტზე მყოფ ჯგუფეფს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

    “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს საერთაშორისო ფონდს ”კლუბი სამთო მოგზაურს”154.600 მჰც ქ. თბილისში და 154.025 მჰც, 154.400 მჰც, 154.450 მჰც, 154.600 მჰც, 154.875 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს საერთაშორისო ფონდი ”კლუბი სამთო მოგზაურისთვის”მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საერთაშორისო ფონდი ”კლუბი სამთო მოგზაურისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                      ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები