წვდომის მენიუ

ინდ. მეწარმე ”ბაქარ წიბლიაშვილი” -სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ

ნომერი: 696 / 7

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 21, 2007

მიღების თარიღი ნოემბერი 16, 2007

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ინდ. მეწარმე  ”ბაქარ წიბლიაშვილმა” (13.11.2007 №7/419-07) ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით.

 როგორც ინდ. მეწარმე ”ბაქარ წიბლიაშვილი”-ს განცხადებაშია აღნიშნული, მომხმარებლისთვის სპორტული საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად ესაჭიროება ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის ნუმერაციის  რესურსი.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

გამომდინარე იქიდან, რომ ინდ. მეწარმე ”ბაქარ წიბლიაშვილი”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს ინდ. მეწარმე ”ბაქარ წიბლიაშვილს” ნუმერაციის რესურსი 8-0-6-1 (რვა-ნული-ექვსი- ერთი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს ინდ. მეწარმე ”ბაქარ წიბლიაშვილს” ნუმერაციის რესურსი - 8-0-6-1 (რვა-ნული-ექვსი-ერთი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით 2008 წლის  16 ნოემბრამდე, ქ.თბილისში;

2. ინდ.მეწარმე ”ბაქარ წიბლიაშვილი” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

3.  კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, ინდ. მეწარმე ”ბაქარ წიბლიაშვილი”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში ინდ. მეწარმე ”ბაქარ წიბლიაშვილს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

                        კომისიის თავმჯდომარე                                          ზ.ნონიკაშვილი

                        კომისიის წევრები                                                     დ.პატარაია

                                                                                                            გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები