წვდომის მენიუ

სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ლანჩხუთის რაიონში 41XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 698 / 8

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 26, 2007

მიღების თარიღი ნოემბერი 22, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს,  რომ კომისიის 2007 წლის 12 ოქტომბრის N574/8 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ლანჩხუთის რაიონში 41XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.

ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ვადად განისაზღვრა 2007 წლის 5 ნოემბრის 17:00 საათი, ხოლო აუქციონის ჩატარების თარიღად  2007 წლის 23 ნოემბრის 14:00  საათი.

 კომისია აღნიშნავს, ზემოაღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად  კომისიისთვის ლიცენზიის არც ერთ მაძიებელს არ მოუმართავს.

  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ

         გადაწყვიტა:

1. ჩაშლილად გამოცხადდეს 2007 წლის 12 ოქტომბრის N574/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებული აუქციონი სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ლანჩხუთის რაიონში 41XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1ა ) ერთი  თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).              

            კომისიის თავმჯდომარე                                                      გ.არველაძე

            კომისიის წევრები                                                                 ზ.ნონიკაშვილი

                                                                                                            გ.ფრუიძე

                                                                                                            კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები