წვდომის მენიუ

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შე

ნომერი: 699 / 23

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 03, 2008

მიღების თარიღი ნოემბერი 22, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ,,კომისია”) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე,

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

2. დაევალოს კომისიის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი) დადგენილების პროექტის მომზადება;

3. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2007 წლის 25 დეკემბრის 15 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან დადგენილების პროექტზე დადებითი სამართლებრივი დასკვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღეში, მაგრამ არაუგვიანეს 2007 წლის 31 დეკემბრისა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას  (ნ.ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                         

გ.არველაძე

წევრები:                                                                                

გ.ფრუიძე                                                                                                      

ზ.ნონიკაშვილი

კ.კვიტაიშვილი                   

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები