სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ მამუკა მოწონელიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 22, 2007
მიღების თარიღი თებერვალი 13, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (N 9/94-06, 14.12.06.) მიმართა მოქალაქე მამუკა მოწონელიძემ (მცხ. ქ. თბილისი, მაზნიაშვილის № 21-23; პირადობის მოწმობის N გ 3412525) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე ნებართვის მიღების თაობაზე. კომისია აღნიშნავს, რომ რადიომოყვარულთა კვალიფიკაციის განსაზღვრის მიზნით, კომისიის 2005 წლის 6 მაისის 294/22 გადაწყვეტილებით შეიქმნა საკვალიფიკაციო საბჭო. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მოქალაქე მამუკა მოწონელიძემ ჩააბარა საკვალიფიკაციო საბჭოს მიერ “C” კატეგორიის რადიომოყვარულისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო ტესტები, რაც ასახულია საკვალიფიკაციო საბჭოს N 06 (31.01.07.) სხდომის ოქმში და მას შეუძლია განახორციელოს სამოყვარულო რადიოკავშირები არსებული წესის შესაბამისად.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 515-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სახმობი რადიომოყვარულ მამუკა მოწონელიძეს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისათვის დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით:
|
ნებარ- თვის N |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი, ტიპი და N |
სახმობი |
კატეგორია |
|
C - 44 |
მამუკა მოწონელიძე |
ქ. თბილისი, მაზნიაშვილის №21-23 |
4L1MZM |
„C“ |
2. რადიომოყვარული მამუკა მოწონელიძე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობისა და რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების მოქმედი შესაბამისი წესები.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ . თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2007 წლის 13 თებერვლის N 70/7 გადაწყვეტილების
დანართი
|
|
|
|
|
|
\"C\" კატეგორია |
|
სიხშირეთა ზოლი |
სიმძლავრე (ვტ) |
გამოსხივების კლასი |
სიხშირეთა ზოლი |
სიმძლავრე (ვტ) |
გამოსხივების კლასი |
|
135,7 - 137,8 KHz; 1820 - 2000 KHz |
100 W; 100 W |
100HA1A |
430 - 440 MHz |
5 W |
|
|
1850 - 2000 KHz |
10 W |
3K00R3E; 3K00J3E |
1240 - 1300 MHz |
5 W |
|
|
1900 - 2000 KHz |
100 W |
6K00R3E |
2320 - 2450 MHz |
5 W |
100HA1A; |
|
3500 - 3650 KHz |
100 W |
100HA1A |
5650 - 5850 MHz |
5 W |
3K00R3E; 3K00J3E |
|
3650 - 3700 KHz |
100 W |
3K00R3E; 3K00J3E |
10 - 10.5 GHz |
5 W |
6K00A3E; 6K00F3E; |
|
21000 - 21450KHz |
100 W |
100HA1A |
24 -24.5 GHz |
5 W |
24K00F3E; |
|
28000 - 29700 KHz |
100 W |
100HA1A |
47 - 47.2 GHz |
5 W |
|
|
28200 - 29700 KHz |
100 W |
3K00R3E; 3K00J3E |
75.5 - 81 GHz |
5 W |
|
|
29200 - 29700 KHz |
100W |
6K00R3E |
119.98 - 120.02 GHz |
5 W |
|
|
144 - 146 MHz |
5 W |
100HA1A; 6K00F3E;24K00F3E;3K00R3E; 3K00J3E |
142 - 149 GHz |
5 W |
|
