წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 700 / 19

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 26, 2007

მიღების თარიღი ნოემბერი 22, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ”კომისია”), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,         

გადაწყვიტა:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნილი კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილების მე-11 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში შევიდეს ცვლილებები:

ა) № 2 დანართის მე-3 პუნქტის 3.5 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”3.5. კომისიის წევრების მდივანი - 4 -800.00 – 3,200.00”;

ბ)  № 2 დანართის მე-3 პუნქტს დაემატოს 3.6 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”3.6. თავმჯდომარის  მდივანი - 1 - 1100.00 – 1,100.00”;

გ) № 2 დანართის მე-10 პუნქტში საშტატო ერთეულის რაოდენობა განისაზღვროს 18-ით;

დ) № 2 დანართის მე-10 პუნქტს დაემატოს 10.10. ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10.0. ასისტენტი -2 -800-1600;

ე) საშტატო ერთეულის საერთო რაოდენობა განისაზღვროს 83-ით;

დ) ხელფასის განაკვეთის საერთო ჯამი განისაზღვროს 12,900.00-თ, ხოლო ხელფასის საერთო ჯამი - 23.700.00-ით.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქუჩა 1ა) ერთი თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები