წვდომის მენიუ

შპს “საგურამოს ჯიქისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 702 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 06, 2007

მიღების თარიღი ნოემბერი 22, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “საგურამოს ჯიქმა”  (რეგისტრირებული ქ.გორის საგადასახადო ინსპექცისს 2006 წლის 1 მაისის № 283/059-შპს ბრძანაბით; ს.კ № 236091554) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისში და მცხეთაში (სიგნალიზაციის დაცვის რადიოპულტის ფუნქციონირებისათვის) დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს “საგურამოს ჯიქს” 412.850 მჰც, სიხშირე ქ. თბილისში და მცხეთაში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “საგურამოს ჯიქისთვის”  მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში  (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “საგურამოს ჯიქისთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                    გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                     კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები