წვდომის მენიუ

შპს “ბეტასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 704 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 06, 2007

მიღების თარიღი ნოემბერი 22, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ შპს “ბეტამ”  (რეგისტრირებული ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 17 მარტის  № 5/4-3522 ბრძანებით; ს.კ № 205023767) კომისიას მიმართა განცხადებით №30.10.2007) ქ. თბილისში და ქ. მცხეთაში მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში სამი სიხშირის  მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს “ბეტას” 154.675  მგჰც, 156.000 მგჰც  და 413.350 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში და ქ. მცხეთაში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “ბეტასთვის”  მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში  (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ბეტასთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                   გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                     კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები