წვდომის მენიუ

შპს „კონტაქტი-2006”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 705 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 06, 2007

მიღების თარიღი ნოემბერი 22, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „კონტაქტი-2006”-მა (რეგისტრირებული  ქ. ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ  2006 წლის 17 ივლისს; საიდენტიფიკაციო ნომერი N 215135404) კომისიას მიმართა განცხადებით (N 19; 26.10.07) ქ. ფოთის ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

    “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „კონტაქტი-2006”-ს 150.050 მგჰც და 155.550 მგჰც სიხშირეები ქ. ფოთის ტერიტორიაზე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს „კონტაქტი-2006”-სთვის  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „კონტაქტი-2006”-სთვის  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                    გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                     კ. კვიტაიშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები