წვდომის მენიუ

ი/მ “ჯანელიძე ბესიკისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 706 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 06, 2007

მიღების თარიღი ნოემბერი 22, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ი/მ “ჯანელიძე ბესიკმა” (რეგისტრირებული ქ.ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2005 წლის 11 მაისს, საიდენტიფიკაციო № 112842782) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. ქუთაისში და ქ. ზესტაფონში (ტაქსებით მომსახურეობისთვის)  მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ოთხი სიხშირის  მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

  “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს ი/მ “ჯანელიძე ბესიკს” 152.750 მჰც, 158.000 მჰც სიხშირეები ქ. ქუთაისში და 151.525 მჰც, 157.275 მჰც სიხშირეები ქ. ზესტაფონში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.  აღირიცხოს ი/მ “ჯანელიძე ბესიკისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.  კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/მ “ჯანელიძე ბესიკისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                   გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                     კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები