წვდომის მენიუ

შპს ”აჭარის ელექტროკავშირისთვის” შპს ”ალკომთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

ნომერი: 715 / 16

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2007

მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”აჭარის ელექტროკავშირმა”, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, და მოითხოვა შპს ”ალკომთან” დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერება, ვინაიდან შპს ”ალკომს” მათ მიმართ ერიცხება დავალიანება, რომელმაც 2007 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგინა 17406 ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ალკომის” მხრიდან ვალი ნაწილობრივ აღიარებულია 14748.87 ლარის ოდენობით, რასაც ადასტურებს შპს ”ალკომის” 2007 წლის 14 ნოემბრის № 6/1844-07 შეგებებული განცხადება.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ”ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.”

კომისია აგრეთვე აღნშნავს, რომ 2007 წლის 30 ნოემბერს, კომისიის სხდომაზე შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა დავალიანების გადახდის 3 თვიან გრაფიკზე. 

მხარეთა პოზიციების შეჯერების, ანალიზის, ყოველმხრივი გამოკვლევისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

   გადაწყვიტა:

1.   შპს ”ალკომმა” 10 დღის ვადაში წარმოადგინოს კომისიაში შპს ”აჭარის ელექტროკავშირთან” შეთანხმებული დავალიანების (14748.87 ლარის) გადახდის 3 თვიანი გრაფიკი, ხოლო გადახდის გრაფიკზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული დავალიანება დაფაროს ერთი თვის ვადაში;

2.  შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” მიეცეს უფლება შეაჩეროს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება შპს ”ალკომთან” შემდეგ შემთხვევებში:

ა) 10 დღის ვადაში გადახდის გრაფიკზე შეუთანხმებლობის ან დავალიანების ერთი თვის ვადაში სრულად არ დაფარვის შემთხვევაში;

ბ) შპს ”აჭარის ელექტროკავშირსა” და შპს ”ალკომს” შორის შეთანხმებული გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში;

გ) მიმდინარე დავალიანების გაზრდის შემთხვევაში;

3.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1) ერთი თვის ვადაში;

4.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე:                                               გ. არველაძე

კომისიის წევრები:                                                          გ. ფრუიძე                                                                                  

                                                                                        დ. პატარაია

                                                                                       ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები