წვდომის მენიუ

შპს ,,თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის” № B8 სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 717 / 23

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2007

მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია „უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან.“

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (გ.რატიშვილი) მიერ 2007 წლის  22 ნოემბერს  განხორციელდა შემოწმება შპს ,,თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის” მიერ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა და სალიცენზიო პირობების შესრულების მიზნით. გამოირკვა, რომ შპს ,,თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი” ლიცენზიის გაცემის თარიღიდან (07.10.2005.) დღემდე არ ახორციელებს №B8 ლიცენზიის საფუძველზე მაუწყებლობას, რის თაობაზეც 2007 წლის 22 ნოემბერს შედგა შემოწმების აქტი №21.  

მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (გ.რატიშვილი) მოხსენებითი ბარათის საფუძველზე აღნიშული მასალები გადაეცა კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი), რომელმაც იხელმძღვანელა რა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებით, დაადასტურა  შპს ,,თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის”  მიერ  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა, კერძოდ სამართლებრივი დეპარტამენტი (კ. ყურაშვილი) აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის დაუწყებლობა ან/და მაუწყებლობის  შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში საფუძველია ლიცენზიის გაუქმების შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა.  

ზემოაღნიშულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ე” ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის შეაბამისად, კომისიამ

1. დაიწყოს საჯარო ადმინიტრაციული წარმოება შპს ,,თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის”  №B8 ლიცენზიის გაუქმების მიზნით;

2. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხის განსახილველად  ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართის 2007 წლის 28 დეკემბერს, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად განისაზღვროს 2008 წლის 04 იანვრის 16 საათი.

3. შპს ,,თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს” უფლება აქვს წარმოადგინოს მტკიცებულებები, შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, აგრეთვე გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა დაინტერესებული მხარეებისათვის დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

6. წინამდებარე გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის ძალით.

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე:                                                                 

.არველაძე

კომისიის წევრები:                                                                             

. პატარაია                                                           

.ფრუიძე                                                                                                  

. ნონიკაშვილი                    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები