წვდომის მენიუ

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2” - სთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 719 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2007

მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2007

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ სამაუწყებლო კომპანია  „რუსთავი 2”-მა კომისიას მიმართა განცხადებით  №1323-07 (შემოსული №7/435-07, 20.11.07), ქ.თბილისში გადასატანი რადიოსარელეო და მობილური ჩართვების სადგურების საქართველოს ტერიტორიაზე  ფუნქციონირებისთვის, სატელევიზიო ანძებამდე ტელესამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად სხვადასხვა სიხშირულ დიაპაზონებში სიხშირეების მინიჭების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ სამაუწყებლო კომპანია  „რუსთავი2”  ფლობს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას №B9 (მოქმედების ვადა 18.11.2015) და ლიცენზიის პირობების შესაბამისად, ახორციელებს საერთო მაუწყებლობას  ქ.თბილისში და საქართველოს 30 ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში.

კომისია  აღნიშნავს, რომ სამაუწყებლო კომპანია  „რუსთავი 2”-ს ქ.თბილისში გადასატანი რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სიგნალების მისაწოდებლად გამოეყო 3986მჰც±14მჰც,  4070მჰც±14მჰც,   4620ჰც±14მჰც  და  4676მჰც±14მჰც სიხშირეები, ხოლო მობილური ჩართვების განსახორციელებლად ქ.თბილისში და საქართველოს ტერიტორიაზე, 1378 მჰც ±14მჰც,  1431 მჰც ±14მჰც და 1509.8მჰც ±14მჰც სიხშირეები.

სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2  პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2”-ს სიხშირები 3986მჰც±14მჰც, 4070მჰც±14მჰც, 4620მჰც±14მჰც და 4676მჰც±14მჰც ქ.თბილისში, გადასატანი რადიოსარელეო სადგურებიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე ტელესამაუწყებლო სიგნალების მისაწოდებლად, ხოლო მობილური ჩართვებისთვის ქ. თბილისში და საქართველოს ტერიტორიაზე 1509.8მჰც±14მჰც, 1378მჰც±14მჰც (ქ.ქუთაისის გარდა) და 1431მჰც±14მჰც (ქ.ახალციხის და ქ.ხონის გარდა), დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 18.11.2015);

2. აღირიცხოს სამაუწყებლო კომპანია  „რუსთავი 2”-სთვის  მინიჭებული სიხშირები კომისიის შესაბამის  უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3. საქართველოს   კანონმდებლობის   ცვლილების   შემთხვევაში  სამაუწყებლო კომპანია  „რუსთავი 2” - სთვის  სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე).                          

კომისიის თავმჯდომარე                                                           გ.არველაძე                                                         

კომისიის  წევრი                                                                         დ.პატარაია

კომისიის  წევრი                                                                         გ.ფრუიძე

კომისიის  წევრი                                                                         ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები